|
დასახელება:
თხილის ხარისხის ოფიცერი
|
| მომწოდებელი:
Ferrero
|
|
გამოქვეყნდა: 20 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
"ფერერო" აცხადებს ვაკანსიას თხილის ხარისხის ოფიცრის პოზიციაზე ზუგდიდში - ჭითაწყარი, საქართველო
კომპანიის აღწერა
"ფერერო", Ferrero თავისი მიდგომით არის პროგრესიული, გლობალური და ოჯახური კომპანია, რომელიც ამაყობს ისეთი ცნობილი ბრენდებით, როგორიცაა Nutella®, Tic Tac®, Ferrero Rocher®, Raffaello®, Kinder Bueno® და Kinder Surprise®. ბრენდებისადმი სიყვარულის ზრდასთან ერთად იზრდება ჩვენი საერთაშორისო მასშტაბებიც. ფერერო ჯგუფი წარმოდგენილია 50-ზე მეტ ქვეყანაში და მისი პროდუქცია იყიდება 170-ზე მეტ ქვეყანაში. წარმატების საიდუმლო ჩვენი 40, 000 ერთგული თანამშრომელია, რომლებიც ზრუნავენ ბიზნესის, კარიერისა და ჩვენი საამაყო ბრენდებისთვის შექმნან ხარისხი. შემოგვიერთდით და თქვენც გახდით ერთ-ერთი მათგანი.
შპს "აგრიჯორჯია" დაარსდა 2007 წლის მარტში, ზუგდიდის მიმდებარედ, სამეგრელოს რეგიონში. კომპანიის მისიაა, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპერიმენტებით, გამოცადოს თხილის სხვადასხვა ჯიშის ადაპტირება ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო და კლიმატურ პირობებთან, ხელი შეუწყოს თხილის მოყვანას ადგილობრივ ფერმერებში და საბოლოოდ გახდეს ფერერო-ს საიმედო მიმწოდებელი, შეამციროს დამოკიდებულება სხვა მომწოდებლებზე/ქვეყნებზე.
მრავალფეროვნებისა და ჩართულობის განცხადება
ფერერო ორიენტირებულია მრავალფეროვანი და ინკლუზიური კულტურის შექმნაზე, სადაც არის წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობა და თითოეული თანამშრომელი თავს გრძნობს დაფასებულად. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ყველა თანამშრომელი თანაბრად ნიჭიერია. ცნობისმოყვარეობის და ბუნებრივი შესაძლებლობების გაღვივებით, თაობიდან თაობას ვთავაზობთ მიეცეს პიროვნული და პროფესიული წარმატების მიღწევის შესაძლებლობები და ამით გზა გაიკვლიოს ფერეროში. სწორედ ნიჭის ეს მრავალფეროვნება ხდის ჩვენს სამუშაო გარემოს მულტიკულტურულ, ინოვაციურ და მაღალ პროდუქტიულს.
სამუშაოს შესახებ:
ამჟამად ვეძებთ თხილის ხარისხის ოფიცერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს "აგრიჯორჯია"-ს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
** გაუტეხავი თხილისა და თხილის გულის ნიმუშების აღებას;
** ტენიანობის განსაზღვრა
** თხილის შიდა და გარე დეფექტების შეფასება და ანალიზი;
** კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, სამუშაო ინტენსივობის შემცირების პერიოდში სხვა დეპარტამენტებისთვის მხარდაჭერის გაწევა;
** საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსაზღვრული ვადით მუშაობა.
კვალიფიკაცია:
სასურველია თხილის სექტორში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; სასურველია ხარისხის კონტროლისა და ნიმუშების ანალიზის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სხვადასხვა რეგიონში მივლინებით მუშაობის მზადყოფნა;
** სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვა.
როგორ მივაღწიოთ წარმატებას ამ როლში და ფერეროში:
ფერეროს საქმიანობის საფუძველს წარმოადგენენ მომხმარებელი, ხარისხი და მზრუნველობა. ამიტომ, ფერეროში წარმატების მისაღწევად, თქვენ უნდა იყოთ მომხმარებელზე და პროდუქტზე ორიენტირებული.
"აგრიჯორჯია"-ში ჩვენი წარმატების მთავარი საზომია კომპანიის დახმარება თხილის წარმოების რაოდენობისა და ხარისხის გაზრდაში, მდგრადი მეურნეობისა და გარე საწარმოო (outgrowing) მოყვანის პრაქტიკის გზით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაციის გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) შპს "აგრიჯორჯიამ" საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შპს "აგრიჯორჯიას" მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება.
თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება კომპანიის მიერ, გთხოვთ, აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელფოსტაზე: peoples.organization@agrigeorgia.ge.თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: peoples.organization@agrigeorgia.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "თხილის ხარისხის ოფიცერი". წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|