Робота для біженців з України
სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოგვიერთდი, როგორც სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე სხვადასხვა დავალებებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად
რა ამოცანებია შესასრულებელი:

** მარშრუტიზაციის პროცესის განვითარების პროექტების განხორციელების მხარდაჭერა
** გაყიდვების პროცესის ეფექტიანობისა და საოპერაციო მოდელის ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა საოპერაციო მოდელის ცვლილებების განხორციელებასა და ახალი კონცეფციების განვითარებაში
** დისტრიბუტორების ანგარიშების დამუშავება, მონაცემების შესაბამის სისტემებში ატვირთვა და ანგარიშების მომზადება საჭიროებისამებრ
** ახალი პროექტების გაშვებაში მონაწილეობა, თანამშრომლობა სხვადასხვა ფუნქციებთან, როგორიცაა ფინანსები, ბიზნეს-ანალიტიკა, სავაჭრო მარკეტინგი და გაყიდვები
** გაყიდვების გუნდის KPI-ების მონიტორინგი ყველა სავაჭრო არხში საველე შესრულების შეფასების გზით
** გაყიდვების გუნდისთვის ეფექტური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება და განხორციელება

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, ახალი კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ბიზნესის, ეკონომიკის ან მსგავსი მიმართულებით
** ქართული ენის ცოდნა თავისუფლად, ინგლისური - B2+ დონეზე
** დიდი მონაცემების დამუშავების უნარი, MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა და ძლიერი ანალიტიკური უნარები.
** სისტემური აზროვნება, ყურადღება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა

რას გთავაზობთ:

** სიღრმისეული ფუნქციონალური განვითარება გაყიდვების, ბიზნესის განვითარების მიმართულებით;
** წარმატებული კარიერის შექმნისათვის საჭირო კრიტიკული კომპეტენციების განვითარება;
** საინტერესო დავალებები და რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა.
** ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთით: 09:00-18:00 სთ
** სტაჟირების ხანგრძლივობა - 12 თვე
** ანაზღაურება - 900 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 1 ივნისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე