|
დასახელება:
რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 20 ივნისი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება მედიცინის, ჯანდაცვის, სტომატოლოგიის, ფარმაციის ან ბიზნესის მიმართულებებს);
** გამართული ვერბალური უნარები;
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლების ეფექტური მომსახურება;
** მომხმარებლებისათვის ინფორმაციის სწორად მიწოდება;
** მომხმარებლების სწორად გადამისამართება.
პიროვნული თვისებები:
** გულისხმიერება, თავაზიანობა;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 20.06.2026-მდე ელ.მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|