Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722806&print=yes&view=jobs
 
შრომის უსაფრთხოების დამწყები სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების დამწყები სპეციალისტი
მომწოდებელი: HSE Group
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"HSE Group" არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.

"HSE Group" თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის მიზანია შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, პარტნიორ კომპანიებში უსაფრთხო სამუშაო სივრცის შექმნა და მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება როგორც ქვეყნის კანონმდებლობაზე, ასევე საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://hsegroup.ge/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების დამწყები სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბამბის რიგი N7
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
ბენეფიტები: საწვავი და ჯანმრთელობის დაზღვევა.

სამუშაოს აღწერა:

** რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა;
** პარტნიორ კომპანიებში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიშგება/რეპორტინგი;
** დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება;
** საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის კვლევა და ანგარიშის მომზადება;
** დოკუმენტაციის შემუშავება;
** დასაქმებულთათვის გეგმური და მიზნობრივი ინსტრუქტაჟების ჩატარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია და საკუთარი ავტომობილი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

უნარები და პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: hr@hsegroup.ge

გთხოვთ გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩესი ჯგუფი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

შპს "ეიჩესი ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია