Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722769&print=yes&view=jobs
 
ადრეული/სკოლამდელი განათლების პედაგოგი, პედაგოგის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადრეული/სკოლამდელი განათლების პედაგოგი, პედაგოგის დამხმარე
მომწოდებელი: საბავშვო ბაღი პინიკონი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
საბავშვო ბაღი "პინიკონი" აცხადებს ვაკანსიას ადრეული და სკოლამდელი განათლების პედაგოგის ან პედაგოგის დამხმარის პოზიციაზე.

თუ ხართ ორიენტირებული პიროვნულ განვითარებაზე, ხართ აქტიური, კომუნიკაბელური და შემოქმედებითი და თქვენთვის მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა — "პინიკონის" სივრცე თქვენ გელოდებათ!

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვების ფსიქო-ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა;
** სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში ბავშვების მხარდაჭერა და ჩართულობა;
** ბავშვების უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ზრუნვა.

მოთხოვნები და პრიორიტეტები:

** ბავშვებთან თამაშისა და მათთან პოზიტიური კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** უცხო ენების ცოდნა და შემოქმედებითი უნარები (მუსიკა, ხატვა) შერჩევის პროცესში ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები პედაგოგებისთვის:

** ანაზღაურება: ნახევარი განაკვეთი — 600 ლარიდან; სრული განაკვეთი — 1200 ლარიდან. არასრული განაკვეთი 1100 ლარიდან.
** სამუშაო საათები (არჩევით): 09:00-დან 14:00-მდე (ნახევარი განაკვეთი) ან 10:00-დან 15:00 მდე.
** 09:00 დან 17:00 მდე - (არასრული განაკვეთი)
** 10:00-დან 19:00-მდე (სრული განაკვეთი)

ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, ვახტანგ ჭელიძის ქ. #13

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: info@pinikoni.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 571 07 11 11.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია