Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Alaverdi Resort
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"ალავერდი რეზორტი Badagoni Hospitality" - ის ერთ-ერთი პროექტია. Badagoni Hospitality აერთიანებს რესტორნებს, სასტუმროებსა და სხვადასხვა ტურისტულ სერვისებს ერთიან კონცეფციაში და ქმნის სრულყოფილ სტუმართმოყვარეობის გამოცდილებას. მისი მიზანია ქართული ღვინის, გასტრონომიისა და კულტურის თანამედროვე სტანდარტებით წარმოჩენა. ღვინის კომპანია ბადაგონთან სინერგიით, ჩვენ ვქმნით უნიკალურ ეკოსისტემას, რომელიც ავითარებს ღვინის ტურიზმს და აძლიერებს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციას.

კახეთში, ალავერდის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლადგახსნილ სასტუმრო Alaverdi Resort -ში ვეძებთ ჩვენი გუნდის ახალ წევრებს.

Alaverdi Resort წარმოადგენს ახალ სტუმარმასპინძლობის პროექტს — "ალავერდი ნაკრძალი, ღვინო და მეურნეობა", რომელიც აერთიანებს ბუნებას, ღვინის კულტურას, აგრარულ გამოცდილებასა და თანამედროვე კომფორტს ერთიან, უნიკალურ სივრცეში. რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური კომპლექსი მოიცავს 38 ნომერს და სრულად აღჭურვილ რესტორანს, რომელიც გათვლილია დაახლოებით 100 სტუმარზე.

ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც სტუმარი არა მხოლოდ ისვენებს, არამედ ეცნობა ქართული ღვინის, კულტურისა და ცხოვრების სტილს. უახლოეს მომავალში სასტუმროს ტერიტორიაზე იგეგმება დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის:

** გარე აუზი ბარითა და ლაუნჯ სივრცით
** პადელისა და ჩოგბურთის კორტები
** სპა და ველნეს სივრცე
** საბავშვო გასართობი ზონა

ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და სტუმარზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გახდნენ ამ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი და გაიზიარონ ჩვენი ხედვა — შევქმნათ გამორჩეული გამოცდილება თითოეული სტუმრისთვის.

კომპანიაში დასაქმებით თქვენ შეძლებთ:

** იმუშაოთ პროფესიონალებთან ერთად, სტაბილურ სამუშაო გარემოში
** განვითარდეთ ჩვენს სწრაფად მზარდ პროექტებში
** იყოთ მეგობრული და მხარდამჭერი გუნდის წევრი

სამუშაო განაკვეთი: სრული, 5 დღე სამუშაო და 2 დღე დასვენება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება
** გაყიდვების გუნდის მართვა და განვითარება
** ახალი კლიენტების მოძიება და ბიზნესის გაფართოება
** კორპორატიულ და ინდივიდუალურ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა
** მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების დახურვა
** გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი და ანგარიშგება
** მარკეტინგის გუნდთან კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავს სფეროში
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ლიდერული და გუნდის მართვის უნარები
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტაცია
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელი)
** MS Office-ის და CRM სისტემების ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში

დაინტერესებულებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@alaverdiresort.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ჩვენ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შევაგროვოთ, დავამუშაოთ და შევინახოთ წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე