Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722755&print=yes&view=jobs
 
წარმოების ტექნოლოგ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ტექნოლოგ-ოპერატორი
მომწოდებელი: ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების ტექნოლოგ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: ტექნოლოგიური პროცესის მონიტორინგი და კონტროლი.

განათლება: უმაღლესი (არანაკლებ ბაკალავრის ხარისხით) ქიმიური, საინჟინრო და ტექნიკური მიმართულებით.

მოთხოვნები და ცოდნა:

** ზოგადი ფიზიკა, ზოგადი ქიმია, ქიმიური ტექნოლოგიის ზოგადი საწყისები;
** გამოცდილება: მუშაობის სტაჟი მსგავს მიმართულებებში;
** კომპიუტერი: საოფისე პროგრამები;
** ენები: ქართული — კარგად, სასურველია რუსული და ინგლისური.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული (ყოველ მე-4 დღეს 24-საათიანი ცვლა, 6-საათიანი შესვენებით, უზრუნველყოფილი მოსასვენებელი ოთახით და კვების სივრცით);
** საწარმო მდებარეობს თბილისში, საბურთალოს რაიონში;
** ანაზღაურება: 2150 ლარი, დარიცხვით (უქმე დღეებში ზეგანაკვეთური ანაზღაურება);
** კომპანიაში დასაქმებულთათვის არსებობს დამატებითი ბენეფიტები (ჯანმრთელობის დაზღვევა, წლიური საბონუსო სისტემა, პარკინგით უზრუნველყოფა, Fitpass);
** გამოსაცდელი ვადა: 3-6 თვე (ანაზღაურებადი).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: tamar.sakhokia@sgg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "ქიმიური წარმოების ტექნოლოგ-ოპერატორი".

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ კომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია