Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722732&print=yes&view=jobs
 
მექანიკოსი - ყვარელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსი
მომწოდებელი: არომაპროდუქტი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
კომპანია არომაპროდუქტი/Georgia`s Natural 2006 წლიდან ახორციელებს ორგანული პროდუქტის მოყვანა/შეგროვებას, გადამუშავება/წარმოებასა და რეალიზაციას. ჩვენ ვმართავთ
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაშენებულ ორგანულ ბაღებს ყვარელში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ წარმოებას ყვარელსა და თბილისში, საერთაშორისო სადისტრიბუციო ქსელს და 2020 წლიდან საქართველოს ბაზარზე საცალო ვაჭრობას, თბილისისა და ბათუმის დიდ სავაჭრო ცენტრებში წარმოდგენილი ორგანული ბარების სახით.
ჩვენი საექსპორტო ბაზარი მოიცავს 40 ქვეყანას: აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, კანადა, ავსტრალია, იაპონია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ლატვია, უკრაინა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.

კომპანიის მთავარი მიზანია საერთაშორისო ორგანულ ინდუსტრიაში იყოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანული პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მწარმოებელი გლობალური ბრენდი და აამაღლოს საქართველოს, როგორც მაღალი პოტენციალის მქონე ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო ბაზარზე ორგანული მებაღეობის, ველური შეგროვების და ორგანული წარმოების კუთხით.

დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ. გვერდზე https://georgiasnatural.com/en/intro ან Facebook გვერდზე georgias natural

არომაპროდუქტი/Georgia`s Natural ყვარელში ეძებს გუნდის ახალ წევრს ტექნიკურ სამსახურში, მექანიკოსის პოზიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს მანქანა-დანადგარების გამართულ მუშაობას.

სამუშაო ადგილი: ქ. ყვარელი, დ. აღმაშენებლის ქ. 105, ყვარლის ტბის მიმდებარედ.
სამუშაო საათები: 09:00 - 21:00 სთ (12 საათიანი გრაფიკი), კვირაში 3 დღე დასვენება
კონკურენტული ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი ამოცანა:

მექანიკოსის მთავარი ამოცანაა საწარმოო ხაზებისა და დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოფხვრა და პროფილაქტიკური მომსახურების განხორციელება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო დანადგარების (ჩამომსხმელი, პასტერიზატორი, ეტიკეტირების და შეფუთვები და სხვა) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** გეგმიური ტექნიკური მომსახურებისა და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულება;
** ახალი დანადგარების მონტაჟი/ექსპლუატაცია;
** საწარმოო პროცესის შეუფერხებლობის უზრუნველყოფა;
** ტექნიკური უსაფრთხოების წესების დაცვა და სამუშაო ფორმების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მექანიკოსად ან ტექნიკურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია სასმელების ან კვების საწარმოში);
** ტექნიკური ცოდნა მექანიკური და ჰიდრავლიკური სისტემების შესახებ;
** პრობლემების სწრაფი დიაგნოსტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

უნარები:

** მექანიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** აქტიურ რეჟიმში მუშაობის გამოცდილება

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად და რეზიუმეს (CV) გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს https://georgiasnatural.selfrecruit.ge/e094b0ed-8325-4c7e-bd48-71ca00f30094

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 591 04 75 08

კომპანია "არომაპროდუქტი/Georgia`s Natural" გისურვებთ წარმატებას!

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "არომაპროდუქტის" მიერ (ს/ნ: 200002362; იურ. მის.: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. N17მ, საფოსტო ინდექსი: 0192) საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული და განხილული იყოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: career@georgiasnatural.com; ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია