Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ავტოჰაბ ლოგისტიკი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
აუტო იმპორტიორ კომპანიაში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის მოზიდვა და მისი საჭიროებების იდენტიფიცირება;
** მომხმარებლისთვის შესაბამისი ავტომობილის შერჩევაში დახმარება;
** მომხმარებელთა ბაზის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობა;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესში აქტიური ჩართულობა.

თუ მზად ხართ საინტერესო გამოწვევისთვის და:

** გიყვართ გაყიდვები;
** გიყვართ მომხმარებლებთან ურთიერთობა;
** იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები;
** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული და გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** გამართულად მეტყველებთ და წერთ ქართულ ენაზე;
** ფლობთ უცხო ენას (სასურველია);
** გაქვთ ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: careerdesk.info@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გუნდი, სასიამოვნო სამუშაო გარემო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. გელოდებით ჩვენს გუნდში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე