Робота для біженців з України
ცომეულის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცომეულის მზარეული
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"m|group" რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წელს დაარსდა საქართველოში და სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს.

დღეისთვის ჯგუფის მართვაში შედის 6 სხვადასხვა კონცეფციისა და საფასო სეგმენტზე პოზიციონირებული პროექტი, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში: "ოტიუმი", "მეტეხის ჩრდილში", "პურის სახლი", "მასპინძელო", "მასპინძელო ექსპრესი".

"m|group"-ის წარმატებას ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი განაპირობებს, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ თანამშრომლების განვითარებასა და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი პრიორიტეტია ერთმანეთზე და მომხმარებელზე ზრუნვა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.mgroup.ge

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" მართვაში არსებული რესტორნებისთვის აცხადებს ცომეულის მზარეულის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: მოხერხებული სამუშაო ცვლები, კვირაში 2 დღე დასვენების დღე
ანაზღაურება: ცვლაში 60 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუში არსებული/შემავალი ცომეულის შეთანხმებული ტექნოლოგიისა და სტანდარტის მიხედვით მომზადება
** შეფ-მზარეულის მიერ გაცემული დავალებების შესრულება
** მომზადებული ცომეულის ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა
** დადგენილი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია განათლება კულინარიის სფეროში
** სამუშაო გამოცდილება ცხელი კერძების მიმართულებით
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა

საჭირო უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** სწრაფი რეაგირების უნარი
** დეტალებსა და ხარისხზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** სამუშაო საათებში სადილს კომპანიის ხარჯზე
** კარიერულ ზრდას
** მზარდ შრომით ანაზღაურებას
** "ფიტპასისა" და დაზღვევის შეთავაზებას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@mgroup.ge.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ცომეულის მზარეული"

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ "სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group"-ში გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე