|
დასახელება:
კონტენტ კრეატორი
|
| მომწოდებელი:
ანნა მეტრეველის სტომატოლოგიური ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
სწრაფად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ სტომატოლოგიურ ცენტრში, მარკეტინგისა და კომუნიკაციების სამსახურში, ვეძებთ სოციალური ქსელებისთვის ვიზუალური (ფოტო-ვიდეო) კონტენტის შემქმნელს (Content Creator) რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს კლინიკის განვითარებაში.
თუ გიყვარს ესთეტიკური კადრები, გაქვს დაკვირვებული თვალი, განსხვავებული ხედვა და შეგიძლია გადაიღო/დაამონტაჟო თანამედროვე, დინამიური და ეფექტური კონტენტი - შემოგვიერთდი!
რას ველოდებით შენგან:
** კონტენტის გადაღება (პრიორიტეტია ვიდეო კონტენტი)
** ვიზუალური კონტენტის სამონტაჟო აპების ცოდნა (CapCut, VN, Premiere Pro და სხვ.)
** კრეატიული ხედვა და თანამედროვე ტრენდების ცოდნა
** სისწრაფე, პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა
რას გთავაზობთ ჩვენ:
** მეგობრულ და კონფორტულ გარემოს
** თავისუფლებას იდეების განხორციელებაში
სამუშაო გრაფიკი:
სამუშაო დღეები (ორშაბათი-პარასკევი), 11:00-დან 19:00-მდე
P.S. პრიორიტეტი მიენიჭება მარკეტინგის განხრით მიღებულ განათლებას
გელოდებით ჩვენს გუნდში!
დაინტერესების შემთხვევაში, 31 მაისის ჩათვლით, გამოგვიგზავნე პორთფოლიო და მოკლე ინფორმაცია შენს შესახებ მისამართზე: vacancy@metrevelidental.com
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კონტენტ კრეატორი).
|
|
|
|