|
დასახელება:
სასწავლო პროცესების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესების კოორდინატორის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 1700 ლარი (ნეტი)
პოზიციის აღწერა:
სასწავლო პროცესების კოორდინატორი პასუხისმგებელია უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ეფექტიან დაგეგმვაზე, ორგანიზებასა და კოორდინაციაზე, აკადემიურ და ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფითა და სტუდენტების კონსულტირებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასწავლო პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია (სასწავლო განრიგების შედგენა, ლექციებისა და სემინარების მართვა);
** აკადემიურ პერსონალთან (ლექტორებთან) ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და მათი მხარდაჭერა სასწავლო კურსების განხორციელების პროცესში;
** ადამიანური რესურსების დეპარტამენტისთვის აკადემიური პერსონალის საათობრივი დატვირთვის მიწოდება;
** ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** სტუდენტებისთვის შემდეგი აკადემიური და ადმინისტრაციული საკითხების შესახებ კონსულტაციის გაწევა:
** ახალი სტუდენტების მიღება;
** კურსებისა და ლექციების რეგისტრაცია/არჩევა;
** სტუდენტური პორტალის მართვა და კონტროლი;
** აკადემიური წესების გაცნობა;
** ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენა;
** მობილობის პროცესში პროგრამების შედარება და კონსულტირება;
** სტუდენტებისთვის აკადემიური დედლაინების განსაზღვრა და მათი შესრულების კონტროლი;
** სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შესაბამისობის კონტროლი უნივერსიტეტის შიდა რეგულაციებთან და აკადემიურ სტანდარტებთან (დასწრება, შეფასებები, სილაბუსების შესაბამისობა);
** სასწავლო დოკუმენტაციის მართვა — სტუდენტების მონაცემები, კურსების აღწერები, ანგარიშები და ადმინისტრაციული ფაილები;
** ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში მონაწილეობა:
** უკუკავშირის შეგროვება;
** კვლევებში მონაწილეობა;
** ანალიზისა და რეკომენდაციების შემუშავება პროგრამის გაუმჯობესების მიზნით;
** შიდა და გარე სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად;
** პროგრამების, კურსებისა და ტრენინგების ორგანიზების მეთვალყურეობა;
** გამოცდების განრიგების შექმნაში მონაწილეობა და პროცესის მონიტორინგი;
** აკადემიური საბჭოს ორგანიზებაში და სხვადასხვა ინიციატივებში მონაწილეობა;
** სტუდენტებისა და ლექტორებისთვის ფინანსური საკითხების კოორდინაცია;
** აკადემიური პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
** უმაღლესი განათლება;
** არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** განათლების სფეროში (ადმინისტრაციულ ან აკადემიურ პოზიციებზე) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
საკვანძო უნარები:
** ორგანიზაციული და დროის მართვის მაღალი უნარი;
** კომუნიკაციისა და კოორდინაციის ეფექტური უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** ადმინისტრაციული პროცესების მართვის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@newvision.ge
|
|
|
|