Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722592&print=yes&view=jobs
 
კოსმეტიკის კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოსმეტიკის კონსულტანტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
PSP Pharma ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს კოსმეტიკის კონსულტანტის ვაკანსიას ქალაქ ბათუმში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კოსმეტიკური პროდუქციის რეალიზაცია;
** მომხმარებელთა კონსულტირება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება მერჩენდაიზინგის პრინციპების გათვალისწინებით;
** პროდუქციის აღწერაში მონაწილეობა.

მცოცავი/მოქნილი გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე, 8 საათიანი განაკვეთი.
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მუშაობის გამოცდილება კონსულტანტის პოზიციაზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** კონსულტირების უნარი;
** მომხმარებლის საჭიროებაზე ორიენტირებული მომსახურების უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მაისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია