|
დასახელება:
მასაჟის თერაპიის მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
ბათუმის სამედიცინო აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
"სამედიცინო აკადემია" აცხადებს ვაკანსიას მასაჟის თერაპიის მასწავლებლის პოზიციაზე.
ვეძებთ ენერგიულ და გამოცდილ პროფესიონალს, რომელსაც სურს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს მომავალ სპეციალისტებს.
ძირითადი მოვალეობები:
** მასაჟის თერაპიის თეორიული და პრაქტიკული კურსის გაძღოლა;
** სტუდენტების პროფესიული განვითარების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წელი მასაჟის თერაპიის სფეროში;
** განათლება/სერტიფიცირება: აუცილებელია შესაბამისი სფეროს დამადასტურებელი სერტიფიკატი ან დიპლომი;
** სასურველია პედაგოგიური ან ტრენერად მუშაობის გამოცდილება;
** სამედიცინო განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა და ჯგუფთან მუშაობის ნიჭი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ გარემოს წამყვან სამედიცინო აკადემიაში;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: likuna.bakuridze@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: მასაჟის თერაპიის ინსტრუქტორი.
|
|
|
|