|
დასახელება:
ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
პრემიუმ ტრეიდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
ავსტრიული ბრენდი "იულიუს მაინლი"-ს წარმომადგენლობა საქართველოში, შპს "პრემიუმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების დაკმაყოფილება მაღალი დონის სერვისით;
** გამოძახებებზე დროული რეაგირება;
** ყავის დანადგარების დიაგნოსტიკა, შეკეთება და ინსტალაცია;
** მუდმივი ანალიზი და კომუნიკაცია უშუალოდ ხელმძღვანელთან;
ძირითადი მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება;
** ელექტრო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება (შერჩეული კანდიდატები გაივლიან სწავლებას კონკრეტულ ტექნიკაზე და მიიღებენ ტექნიკოსის კვალიფიკაციას);
** ავტომობილის მართვა (აუცილებელი პირობაა).
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელ-ფოსტაზე: Juliusmeinloffice@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ივნისი.
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "პრემიუმ ტრეიდინგმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|