Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722553&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სტრადა მოტორსი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"სტრადა მოტორსის ჯგუფი", რომელიც არის FIAT, JEEP, ALFA-ROMEO-ს ექსკლუზიური დილერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სერვისის მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: საქართველო / თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ.191
განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 19:00, შაბათ-კვირა დასვენება)
სფერო: ავტოსერვისი / მარკეტინგი

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისის მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და მართვა
** მომხმარებელთა მოზიდვისა და შენარჩუნების პროგრამების განვითარება
** სერვისის გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება
** ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა.
** ციფრული არხების (სოციალური მედია, ვებგვერდი,) მართვა
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი
** სერვისის აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შექმნა
** რეგულარული რეპორტების მომზადება და შედეგების ანალიზი
** პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისა და პარტნიორებისთვის
** კომპანიის ყველა შიდა პროცედურისა და ინსტრუქციის დაცვა

პოზიცია მოითხოვს მარკეტინგული უნარების, ანალიტიკური აზროვნებისა და ავტოინდუსტრიაში ინტერესის კომბინაციას.

პიროვნული თვისებები

** ანალიტიკური აზროვნება
** კრეატიულობა
** ინიციატივიანობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელობა, დიპლომატიურობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)
** მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა
** წარმატებით ორგანიზების, პრიორიტეტების განსაზღვრის და მართვის უნარი
** პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი, სიტუაციაში სწრაფად გარკვევის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა იქნება დამატებითი უპირატესობა

უპირატესობა მიენიჭება: აპლიკანტებს, რომლებსაც აქვთ გამოცდილება მარკეტინგის სფეროში

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები ელ. მისამართზე: vacancy@strada.ge

გაფრთხილება:

აპლიკანტები, რომლებიც გამოაგზავნიან შესაბამის დოკუმენტაციას ერთზე მეტჯერ, იქნებიან დისკვალიფიცირებულნი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია