Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722552&print=yes&view=jobs
 
ქართულ-ინგლისურენოვანი თამაშის წარმდგენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქართულ-ინგლისურენოვანი თამაშის წარმდგენი
მომწოდებელი: Proxy Live Solutions™
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"Proxy Live Solutions™" არის დინამიკურად განვითარებადი ლაივ-გეიმინგ სტუდია, რომელსაც საქართველოში მასშტაბური ზრდის გეგმები აქვს.

პროქსიში მუდმივად ვვითარდებით და ვიზრდებით ახალ ტალანტებთან ერთად. მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, რომლებიც გვქმნის ერთიან სტუდიად. Proxy Live Solutions™ გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ კრეატიულ და სწრაფად მზარდ გარემოში პროფესიონალ გუნდთან ერთად.

პოზიცია: თამაშის წარმდგენი - მოქნილი გრაფიკი, 3 სახის ცვლა, სრული განაკვეთი.

თუ ხარ ენთუზიაზმით სავსე და კომუნიკაბელური ადამიანი, რომელიც ახალ კარიერულ შესაძლებლობას ეძებს, მაშინ სწორ ადგილას ხარ. დასაქმდი თამაშის წარმდგენის პოზიციაზე, სადაც შესაძლებლობა გექნება იმუშაო მხიარულ და ენერგიულ გარემოში, მიიღო მაღალი ანაზღაურება და გქონდეს შენზე მორგებული გრაფიკი.

რას გთავაზობთ:

** ყოველთვიური საბონუსე სისტემა
** ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმებიდან 2 თვის შემდეგ
** Fit Pass
** ანაზღაურებადი ტრენინგები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ
** ანაზღაურებადი შესვენებები
** უფასო სასმელები და ხილი ოფისში
** რეფერალური პროგრამა

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება საჭირო არ არის - ანაზღაურებადი სრულფასოვანი ტრენინგი უზრუნველყოფილია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინგლისური და ქართული ენის კარგი ცოდნა
** ყოველდღიური პროცედურების სწორად შესრულების უნარი
** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა
** აუცილებელია იყოთ სრულწლოვანი

რას შემოიტანთ კომპანიაში:

** ენთუზიაზმს
** პროფესიონალიზმს - კამერასთან და კამერის მიღმა
** დეტალებზე მაქსიმალურ ყურადღებასა და სიზუსტეს

რას ველოდებით თქვენგან

** ყოველთვის ენერგიული და ჩართული - მაღალი დონის შესრულება თამაშიდან თამაშამდე
** თამაშის თავდაჯერებულად და მკაფიოდ მართვა კამერის წინ
** სათამაშო მაგიდისა და სისტემის ეფექტური კონტროლი
** მოთამაშეებთან პირდაპირი კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა ონლაინ რეჟიმში

თუ მზად ხართ შეუერთდეთ მიზანდასახულ და მოტივირებულ ადამიანთა გუნდს, რომლებიც მზად არიან რეალური ცვლილებების შესაქმნელად, მაშინ თქვენი ადგილი პროქსიშია.

დაინტერესებულმა პირებმა აპლიკაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: careers@proxylivesolutions.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია