|
დასახელება:
IT Support სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
აიტიკრაფტი
|
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
ვაკანსია "ITCraft"-ში — IT Support სპეციალისტის პოზიციაზე!
"ITCraft" საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი IT კომპანიაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს სრულ IT მომსახურებას სთავაზობს. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე.
თუ გსურს კარიერის განვითარება IT სფეროში და პროფესიონალ გუნდთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღება — შემოგვიერთდი!
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი - მოკლე სამუშაო დღე მორიგეობით 15:00 საათამდე; კვირა - დასვენების დღე
ანაზღაურება: ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაოს აღწერა:
** კომპიუტერული ტექნიკის გაუმართაობის დიაგნოსტიკა და პრობლემების აღმოფხვრა
** ქსელური მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** სკანერებისა და საბეჭდი სისტემების მხარდაჭერა
** უკაბელო წვდომის წერტილების (Access Point) მონტაჟი და კონფიგურაცია
** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება
** მომხმარებლების კონსულტაცია ტელეფონითა და დისტანციური წვდომის პროგრამების საშუალებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** IT სფეროში საბაზისო ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: info@itcraft.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|