Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722550&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება - IT სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება - IT სპეციალისტი
მომწოდებელი: აიტიკრაფტი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"ITCraft" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

"ITCraft" — IT სერვისების პროვაიდერი კომპანია, რომელიც ბიზნეს სექტორს სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას: IT აუთსორსინგს, ინფრასტრუქტურულ გადაწყვეტილებებს, კიბერუსაფრთხოებასა და საკონსულტაციო სერვისებს.

სტაჟირების ფარგლებში კანდიდატები გაივლიან სამთვიან ანაზღაურებად პროგრამას, რომლის დროსაც შეისწავლიან IT მხარდაჭერის როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მიმართულებებს. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გახდნენ კომპანიის სრულფასოვანი თანამშრომლები და განაგრძონ პროფესიული განვითარება IT სფეროში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერის არქიტექტურის საბაზისო ცოდნა
** Windows ოპერაციული სისტემისა და სხვადასხვა პროგრამის ინსტალაციის გამოცდილება
** ინგლისურ ენაზე ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და გააზრების უნარი
** სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია

პიროვნული უნარები:

** დისციპლინირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი

კომპანია გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და მოტივირებულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** საბონუსე სისტემას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: Hr@itcraft.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია