Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722542&print=yes&view=jobs
 
ღამის ფინანსური ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ფინანსური ოპერატორი
მომწოდებელი: ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
შპს "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" (თბილისი, დიღმის მასივი, ბოხუას ქ.) აცხადებს ვაკანსიას ღამის ფინანსური ოპერატორის პოზიციაზე გადაუდებელ მიმღებ განყოფილებაში.

სამუშაო განრიგი:

** 16 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს (17:30 დან 09:30 მდე);
** შაბათს/კვირას - 24 საათიანი მორიგეობა

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული პაციენტების რეგისტრაცია, ამბულატორიული ბარათის გახსნა, საჭირო მომსახურების და ღირებულების გაცნობა;
** პაციენტებზე დაფინანსების წყაროების გარკვევა, სადაზღვევო პაკეტის გარკვევა და სადაზღვევო კომპანიასთან დაკავშირება;
** ქვითრების გაცემა სერვისებთან დაკავშირებით;
** შეტყობინების გაგზავნა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ ან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული შემთხვევის დროს შესაბამის ადგილას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური / რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ გარემოში ეფექტური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება.

ანაზღაურება:

** 24 საათიანი მორიგეობა: ერთი ფინანსური ოპერატორის მორიგეობის შემთხვევაში ხელზე ასაღები 180 ლარი, ხოლო ორი ფინანსური ოპერატორის მორიგეობის შემთხვევაში ხელზე ასაღები 90 ლარი;
** 16 საათიანი მორიგეობა: ერთი ფინანსური ოპერატორის მორიგეობის შემთხვევაში ხელზე ასაღები 140 ლარი, ხოლო ორი ფინანსური ოპერატორის მორიგეობის შემთხვევაში ხელზე ასაღები 70 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: HR@GUDUSHAURI.GE. ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე (995 591) 80 72 56, სათაურის ველში მიუთითეთ: "ფინანსური ოპერატორი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის" მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია