Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722533&print=yes&view=jobs
 
ღონისძიებების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღონისძიებების კოორდინატორი
მომწოდებელი: Game Storm
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"GAME STORM"-ი არის თანამედროვე VR-გასართობი სივრცე, სადაც ვირტუალური რეალობა ნამდვილ თავგადასავლად იქცევა.

ჩვენ ვქმნით დაუვიწყარ გამოცდილებებს ბავშვებისთვის, მეგობრების ჯგუფებისთვისა და დაბადების დღის ღონისძიებებისთვის.

ამ ეტაპზე ვეძებთ ბავშვთა ღონისძიებების კოორდინატორს ჩვენს გუნდში.

თუ ხარ ენერგიული, პასუხისმგებლობიანი, კომუნიკაბელური და გიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა - ეს პოზიცია შენთვისაა.

სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** მშობლებთან და ბავშვებთან კომუნიკაცია
** დაბადების დღის ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია
** უსაფრთხო და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში, კვების პროცესის გამართულად წარმართვა
** ბავშვებთან აქტიური ურთიერთობა როგორც VR-არენაზე, ასევე დამატებითი აქტივობების დროს
** ღონისძიებების პროცესის შეუფერხებლად მართვა

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება
** ბავშვებთან მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და სწრაფად მოქმედების უნარი

საკონტაქტო: gamestorm.amashukeli@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია