Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722490&print=yes&view=jobs
 
სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: პილარ ქონსთრაქშენი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
შპს "პილარ ქონსთრაქშენი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი პროექტების მშენებლობას საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს პროექტების მაღალ ხარისხს, საიმედოობასა და უსაფრთხოებას.

"პილარ ქონსთრაქშენი" ორიენტირებულია თანამედროვე არქიტექტურული და საინჟინრო მიდგომების დანერგვაზე, პროექტების ეფექტურ მართვასა და სამშენებლო პროცესების ოპტიმიზაციაზე. კომპანიის მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლისთვის კომფორტული, ფუნქციური და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი საცხოვრებელი გარემოს შექმნა.

შპს "პილარ ქონსთრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 6, 000 - 8, 000 ლარი (NET), კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური პროცესის ორგანიზება და მართვა
** ობიექტზე სამუშაოების შესრულების კონტროლი საპროექტო დოკუმენტაციისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად
** სამუშაო ჯგუფებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია
** სამუშაოების ვადების, ხარისხისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
** სამშენებლო მასალებისა და ტექნიკის გამოყენების კონტროლი
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება
** ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება
** პროექტის მენეჯერთან, ტექნიკურ ზედამხედველთან და სხვა ჩართულ მხარეებთან კოორდინაცია
** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში დეფექტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის პროცესის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო სფეროში სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** სამშენებლო პროცესებისა და ტექნოლოგიების ცოდნა
** სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი
** Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel) ცოდნა
** AutoCAD-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მრავალბინიან საცხოვრებელ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობისა და მართვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრის უნარი
** დროისა და რესურსების ეფექტურად მართვის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "პილარ ქონსთრაქშენი" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესაბამისად, კანდიდატის შესაბამისობის შეფასებისა და დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.

თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნულისათვის შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@pillar.ge

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@pillar.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "სამუშაოთა მწარმოებელი"

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია