|
დასახელება:
საოპერაციო ბლოკის ექთანი
|
| მომწოდებელი:
ინიციო
|
|
გამოქვეყნდა: 18 მაისი
/ ბოლო ვადა: 17 ივნისი
|
კლინიკა "ინიციო" (შპს "ინიციო") აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო ბლოკის ექთნის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი, მირიან მეფის ქ. 11ბ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი
** საოპერაციო ბლოკში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება
** ინფექციის კონტროლის და პაციენტის უსაფრთხოების პრინციპების ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
** საოპერაციო ოთახის მომზადება დაგეგმილი ოპერაციებისთვის
** ოპერაციის მიმდინარეობისას ექიმის ასისტირება დადგენილი წესების შესაბამისად
** სტერილური გარემოსა და ინფექციის კონტროლის სტანდარტების დაცვა
** სამედიცინო ინსტრუმენტებისა და მასალების მართვა
** პაციენტის უსაფრთხოების პროტოკოლების შესრულება
** საოპერაციო დოკუმენტაციის სწორად წარმოება
ზოგადი უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამუშაო სივრცეს
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა, 2026 წლის 17 ივნისი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@initio.ge
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურში.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე. კლინიკა ინიციო მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს და გისურვებთ წარმატებებს.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინიციო" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინიციო"-მ შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: info@initio.ge
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს სანდრო მაისურაძეს - sandromaisuradze50@gmail.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|