Робота для біженців з України
ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; შაბათ-კვირა დასვენება
ანაზღაურება: შეთანხმებით
ლოკაცია: ქ. თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყველა საქონლის, პროდუქტის, SKU-ის შექმნისა და მართვის კოორდინაცია
** პროდუქტის შესახებ სრული და სწორი ინფორმაციის გაწერა, როგორიცაა პროდუქტის დასახელება და ალტერნატიული დასახელება, არტიკული /SKU კოდი, წონა, ზომები, შეფუთვა, ერთეული, კატეგორია და სხვა მახასიათებლები
** პროდუქტის მონაცემების სიზუსტის კონტროლი სისტემაში
** მონაცემთა შეცდომების, დუბლირების და შეუსაბამობების დროული გამოვლენა და გამოსწორება
** პროდუქტის მონაცემების ერთიანი სტანდარტების დანერგვა და დაცვა
** მომწოდებლების მიერ მოწოდებული პროდუქტის დოკუმენტაციის შემოწმება
** შემოსული პროდუქციის სააღრიცხვო სისტემაში ასახვა
** გაყიდვების შეკვეთების გაერთიანება პროდუქტის მიხედვით
** შეკვეთების გადაცემა ბაიერებისთვის შესყიდვის დაგეგმვის მიზნით
** შესყიდვის შეკვეთების შექმნისა და განთავსების მხარდაჭერა
** პროდუქტის მონაცემებთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიული გადაწყვეტა
** პროდუქტის მონაცემების შესაბამისობის უზრუნველყოფა მარაგებთან
** პროდუქტისა და SKU-ების შესახებ რეპორტების მომზადება
** მარაგებთან დაკავშირებული მონაცემთა ანალიზის მხარდაჭერა
** საქონლის მონაცემებთან დაკავშირებული პროცესების აღწერა და გაუმჯობესება
** ახალი პროდუქტის დანერგვის პროცესის სტანდარტიზაცია
** შიდა გუნდებისთვის პროდუქტის მონაცემების პროცესებზე კონსულტაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების (B2-C1) ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** პრეზენტაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ccma-group.com

სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე