|
დასახელება:
ექსპორტ-იმპორტისა და დაგეგმარების სპეციალისტის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
დაფნა
|
|
გამოქვეყნდა: 18 მაისი
/ ბოლო ვადა: 18 ივნისი
|
კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.
საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
ვაკანსიის დასახელება: ექსპორტ-იმპორტისა და დაგეგმარების სპეციალისტის ასისტენტი ძირითადი საქმის ადგილზე შესწავლით.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 18.06.2026
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება
სამუშო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე საბაჟო პროცედურების წარმართვაში მონაწილეობა/ექსპორტი-იმპორტის მენეჯერის დახმარება;
** ინვენტარიზაციისთვის საჭირო აღსაწერი პროდუქციის სიის შედგენა;
** პერიოდული რეპორტების წარმოება უშუალო მენეჯერთან;
** დაგეგმარების სამსახურში მიმდინარე პროცესებში ჩართვა;
პოზიციისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** Microsoft Excel-ში მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
|
|
|
|