|
დასახელება:
გაყიდვების წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
ციფრული ინდუსტრიის აკადემია
|
|
გამოქვეყნდა: 18 მაისი
/ ბოლო ვადა: 18 ივნისი
|
ჩვენს შესახებ:
"ციფრული ინდუსტრიის აკადემია" (ADI) შეიქმნა ძალიან მარტივი საჭიროებიდან გამომდინარე: ჩვენ ვერ ვპოულობდით საკმარის პროფესიონალებს საჭირო ციფრული უნარებით, ამიტომ გადავწყვიტეთ, თავად შეგვექმნა ისინი.
2018 წელს თბილისში დაწყებული ინიციატივა დღეს უკვე გლობალურ პლატფორმად იქცა, 30, 000-ზე მეტი კურსდამთავრებულით.
ჩვენი კურსები იქმნება ექსპერტების მიერ, რეალური ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით და სთავაზობს სტუდენტებს გარემოს, სადაც თანამშრომლობა, ცნობისმოყვარეობა და განვითარება მთავარ როლს თამაშობს.
2023 წელს Tether-თან პარტნიორობის შემდეგ ჩვენი მისია გლობალურად გაფართოვდა — ახლა უკვე საქართველოს გარეთაც ვაძლევთ სტუდენტებს პრაქტიკულ და კარიერულ შესაძლებლობებზე ორიენტირებულ განათლებას.
დღეს ჩვენ ვამზადებთ ციფრული სფეროს ახალ თაობას: მარკეტერებს, დიზაინერებს, პროგრამისტებსა და კრეატორებს, რომლებსაც მხოლოდ სამსახური არ სურთ - მათ სურთ რეალური გავლენის მოხდენა.
ჩვენ გვამოძრავებს ღირებულებები, რომლითაც ყოველდღიურად ვცხოვრობთ: ადამიანები უპირველეს ყოვლისა, ცნობისმოყვარეობა, ხარისხი და პასუხისმგებლობა.
როლის მიმოხილვა:
ADI-ში გაყიდვები არ არის სკრიპტების კითხვა - ეს არის ნამდვილი საუბრები, ღირებულები და ადამიანური კავშირები.
ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო მეტ სტუდენტს მიაწვდის ხმას იმის შესახებ, თუ რა შეუძლია მან მიიღოს ADI-სგან.
თქვენ იქნებით პირველი კონტაქტის წერტილი მათთვის, ვინც ცნობისმოყვარეა, ამბიციური ან უბრალოდ ცვლილებას ეძებს.
გაყიდვების მრავალწლიანი გამოცდილება აუცილებელი არ არის - მთავარია თქვენი მიდგომა. თუ ოდესმე მუშაობდით მსგავს სფეროში, გაყიდვებში ან სწრაფი მომსახურების გარემოში და ეს რიტმი მოგწონთ, აქ თავს სახლში იგრძნობთ.
ჩვენ ვაშენებთ გაყიდვების კულტურას, რომელიც არის ამბიციური, მაგრამ მხარდამჭერი და ადამიანური.
ძირითადი მოვალეობები:
** ლიდების ეფექტურად დამუშავება და მართვა.
** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია ელფოსტით და შემდგომი აქტიური კომუნიკაცია.
** დაინტერესებული მსმენელებისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება.
** გაყიდვების მიზნებისა და KPI-ების შესრულებაზე მუშაობა.
** აკადემიის პროდუქტებისა და სერვისების სრულყოფილი ცოდნა.
** გარიგებების დახურვა და გაყიდვების ზრდაში წვლილის შეტანა.
** მარკეტინგისა და პროდუქტის გუნდებთან თანამშრომლობა კურსების განვითარებაზე და ინდუსტრიის ტენდენციებზე ინფორმაციის განახლებისთვის.
** მაღალი კლიენტური კმაყოფილების უზრუნველყოფა და საკუთარი გაყიდვების მძლავრი ფანელის შენარჩუნება.
** კროს-ფუნქციურ გუნდებთან თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოთ ახალი კლიენტების მოზიდვა.
** CRM სისტემაში ზუსტი ჩანაწერების შენარჩუნება და განახლება.
** ახალი და არსებული კლიენტებისგან დროული ბილინგისა და ინვოისის უზრუნველყოფა.
საჭიროებები:
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებთან დაკავშირებულ როლში.
** ძლიერი კომუნიკაციის უნარები (ქართულ და ინგლისურ ენებზე).
** პოტენციურ კლიენტებთან ეფექტური ჩართულობა ზარებით, ელფოსტითა და შეტყობინებებით.
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ლიდების სამართავად.
** წინააღმდეგობების მართვის და გარიგებების დახურვის უნარი.
** გაყიდვების მიზნებისა და KPI-ების მიღწევის მოტივაცია.
** ერთდროულად რამდენიმე ლიდისა და კომუნიკაციის მართვის უნარი.
** გაყიდვების სტრატეგიების და ბაზრის ტენდენციების ცვლილებაზე ადაპტირების უნარი.
** თანამშრომლობის მზადყოფნა გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებთან შედეგების გასაუმჯობესებლად.
რას გთავაზობთ?
** მეგობრული სამუშაო გარემო (ჩვენ ამას მართლა ვგულისხმობთ!)
** დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა.
** ოფისში მუშაობა პირველ 3 თვეში, შემდგომში — ჰიბრიდული ფორმატი.
** შეუზღუდავი წვდომა ჩვენს პლატფორმის კურსებზე (და ფასდაკლებები ოჯახის წევრებისთვის).
** მიმზიდველი Referral პროგრამა.
საკონტაქტო: victoria.b@academyofdigitalindustries.com
|
|
|
|