|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნიტე
|
|
გამოქვეყნდა: 18 მაისი
/ ბოლო ვადა: 18 ივნისი
|
შპს "ნიტე" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო განრიგი: კვირაში არა უმეტეს 40 საათისა
პოზიცია/სფერო: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
სამუშაოს აღწერილობა:
დამსაქმებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და სხვა ფასიანი მომსახურების გასხვისებაში (გაყიდვაში) აქტიური მხარდაჭერა, აღნშნულის უზრუნველსაყოფად:
** პოტენციური მყიდველების მოძიება/მიღება, კონსულტირება, საჭიროებების იდენტიფიცირება და პროდუქტის ეფექტური შეთავაზება;
** მონაცემების CRM სისტემაში მართვა და სტატუსების ცვლილება - გაყიდვების ფაზების მიხედვით;
** ობიექტზე ან მის გარეთ პოტენციურ მყიდველებთან, ასევე შუამავლებთან, შეხვედრების ორგანიზება;
** სარეკლამო (ვიდეო რგოლი) და მარკეტინგულ აქტივობებში (შიდა ღონისძიებები, პრეზენტაციები და ა.შ) მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (B2C ან B2B);
** საოფისე პროგრამების (CRM, Excel, Email) ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა (კომუნიკაციის უნარი);
** Instagram და Facebook შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი თვეში და პლუს ბონუსი (გაყიდული უძრავი ქონების ღირებულებიდან) - კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე;
განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად: developmentnite@gmail.com (ელ. ფოსტის თავსართში აუცილებლად მიუთით: "კონკურსი" ან "მენეჯერი")
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ფოტო ასლი; С/V (ავტობიოგრაფია);
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 18 ივნისის ჩათვლით
გადაწყვეტილების მიღების წესი: წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კონკურსანტ (ებ)ს თავად დავუკავშირდებით, მითითებული (წარმოდგენილი) საკომუნიკაციო არხების საშუალებით.
კონტაქტი: ელ. ფოსტა: developmentnite@gmail.com მობ: 568 161 111 ან 568 20 11 11
|
|
|
|