Робота для біженців з України
რესტორნის ბუღალტერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რესტორნის ბუღალტერი
მომწოდებელი: Grand Bellagio
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
"Grand Bellagio Batumi" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის ბუღალტრის პოზიციაზე.

"Grand Bellagio" არის მზარდი კომპანია, რომელიც ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებულ გარემოს ქმნის და ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე.

ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და პროფესიონალ თანამშრომელს, რომელიც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდება.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** რესტორნის ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება
** პირველადი დოკუმენტაციის აღრიცხვა და კონტროლი
** სალარო და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა
** მომწოდებლებთან და კონტრაგენტებთან ანგარიშსწორებების კონტროლი
** წარმოება, კალკულაციის ცოდნა (პროგრამაში შეყვანა)
** თანამშრომლების ხელფასების დარიცხვა
** საწყობისა და პროდუქციის მოძრაობის კონტროლი
** სასურველია საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობა: (FINA/AIKO) აუცილებელი / RS.ge / Excel

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში
** საგადასახადო და შრომითი კანონმდებლობის ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
** კომპანიის ბენეფიტებში ასევე შედის სამჯერადი კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ გსურთ დასაქმდეთ სწრაფად განვითარებად კომპანიაში, გაქვთ შესაბამისი გამოცდილება და დაინტერესებული ხართ სარესტორნო სფეროთი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: career.batumi@grandbellagio.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე