|
დასახელება:
მითერი
|
| მომწოდებელი:
თეთრი კვადრატი
|
|
გამოქვეყნდა: 18 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
"თეთრი კვადრატი" არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია.
ბიქეი ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს".
"თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების ოფისში შემოსულ მომხმარებელთან დახვედრა, მათი საჭიროებების განსაზღვრა და სწორი გადამისამართება
** მომხმარებლისთვის ყავა/ჩაი შეთავაზება
** ოფისის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურთან დროული დაკავშირება
** ოფისში დაგეგმილი შეხვდრების ორგანიზება და კონტროლი
** საკანცელარიო მარაგების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
** გამართულად კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულად მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hr@w2.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი, 2026 წელი.
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|