|
დასახელება:
გაყიდვების ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ბკ ჰოლდინგ
|
|
გამოქვეყნდა: 18 მაისი
/ ბოლო ვადა: 31 მაისი
|
"თეთრი კვადრატი" არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია.
ბიქეი ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს".
"ბკ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სახის ანალიტიკური რეპორტის მომზადება ხელმძღვანელის მოთხოვნებიდან გამომდინარე
** გაყიდვების მხარდაჭერა CRM-ში
** ნასყიდობის ხელშეკრულებების შემოწმება/დაარქივება/აღრიცხვა
** გადახდების მონიტორინგი CRM-ში
** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** დეველოპერულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა
გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hr@w2.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი, 2026 წელი.
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|