|
დასახელება:
პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
საერთაშორისო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 18 მაისი
/ ბოლო ვადა: 18 ივნისი
|
საერთაშორისო კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ორთაჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 18:30
ანაზღაურება: 4500 Net.
ძირითადი ფუნქციები:
** პროექტების პორტფელის პრიორიტეტიზაცია და რესურსების ოპტიმალური განაწილება
** დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების სრული ციკლის მართვა: ვადების, ბიუჯეტისა და იმპლემენტაციის ხარისხის უწყვეტი კონტროლი
** ინოვაციური მომსახურებების, ციფრული გადაწყვეტილებებისა და ახალი პროდუქტების დანერგვის პროცესის მართვა
** პროექტის მიზნებისა და KPI-ების განსაზღვრა, რისკების იდენტიფიცირება, ხარვეზების დროული აღმოფხვრა და კრიზისული სიტუაციების მართვა
** პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი, შედეგების შეფასება, ეფექტიანობის ანალიზი და მენეჯმენტისთვის ანალიტიკური ანგარიშების მომზადება
** კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და კვლევა
** განყოფილების წევრების მხარდაჭერა, მათთვის მკაფიო მიმართულებების განსაზღვრა, მოტივირება და ეფექტური შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** უმაღლესი განათლება, სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** ინგლისური და რუსული ენების - B2/C1 დონეზე ცოდნა
** სასურველია სერტიფიკატები პროექტების მართვის მიმართულებით (მაგ: PMP, PRINCE2 ან Agile/Scrum Master)
პიროვნული უნარები:
** დელეგირების უნარი
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** რთული ამოცანების ანალიზი
** დროისა და პრიორიტეტების ეფექტური მართვა მრავალპროექტიან გარემოში
** სტრატეგიული ხედვა და ორგანიზაციული მიზნების პროექტებთან დაკავშირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს
** ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancyhr30@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ "პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი".
გისურვებთ წარმატებას!
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|