Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722241&print=yes&view=jobs
 
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: გრინ სთორ
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 18 ივნისი
კომპანია "გრინ სთორ"-ი (მეტრომარტი) გიწვევთ კონსულტანტის პოზიციაზე. "გრინ სთორ"-ი გახლავთ ტექნიკის მაღაზიათა ქსელი. კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "გრინ სთორ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ერთ-ერთი დიდი ჰიპერმარკეტის ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა ცნობილი ბრენდი.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია
** პროდუქციის შეთავაზება და სწორი კონსულტაცია
** გაყიდვების პროცესის მართვა

მოთხოვნები:

** კომუნიკაციის უნარები
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გამოცდილება მომხმარებელთან მუშაობაში ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** გაწონასწორებული, ყურადღებიანი
** დეტალებზე ორიენტირებული
** შრომისმოყვარე

სამუშაო პირობები:

** სადგურის მოედანი N2
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი სამუშაო დღე, ორი დღე დასვენება. ორი ცვლა: 10:00-19:00, 12:00-21:00 (მოქნილი გრაფიკი, ასევე დასვენების დღეები შეთანხმებით)
** აღმაშენებლის ხეივანი N5
** სამუშაო გრაფიკი: 4 სამუშაო დღე, სამი დღე დასვენება, სამუშაო საათები 10:00-19:30. (მოქნილი გრაფიკი, ასევე დასვენების დღეები შეთანხმებით)
** შესვენება 1 სთ ორივე ფილიალში

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: HR@metromart.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. (წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება რეზიუმე)

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების, ასევე შერჩევის ეტაპზე და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში

კომპანია "გრინ სთორი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია