Робота для біженців з України
ინტერიერის დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: AKS - Abuladze & Kemularia Solutions
გამოქვეყნდა: 18 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
ვეძებთ კრეატიულ, პასუხისმგებლიან და პროფესიულ დიზაინერს, რომელიც ჩაერთვება საცხოვრებელი, კომერციული და მრავალფუნქციური პროექტების განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ინტერიერის კონცეფციებისა და დიზაინ-იდეების შემუშავება;
** სამუშაო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
** 3D ვიზუალიზაციების შექმნა;
** სივრცის ფუნქციური დაგეგმარება და ზონირება;
** მასალების, ავეჯისა და განათების შერჩევა;
** პროექტში ჩართული მხარეების კოორდინაცია;
** პროექტის ვადებისა და ხარისხის სტანდარტების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული პროგრამების ცოდნა:

აუცილებელი:

** ArchiCAD
** 3Ds Max
** Photoshop

ჩაითვლება უპირატესობად:

** AutoCAD
** SketchUp
** Revit

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული და თანამედროვე ხედვა.

რას გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას;
** სრულ განაკვეთზე დასაქმებას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV და/ან პორტფოლიო გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: info@aks.ge

ადგილმდებარეობა: თბილისი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 1 ივნისი, 2026.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე