|
დასახელება:
ბარმენი
|
| მომწოდებელი:
Bazzar Boutique Hotel
|
|
გამოქვეყნდა: 18 მაისი
/ ბოლო ვადა: 18 ივნისი
|
სასტუმრო და რესტორანი "ბაზზარი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
ანაზღაურება და პირობები:
** ხელფასი: 1200 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომპანიის მხრიდან კვება;
** უნიფორმა.
სამუშაო გრაფიკი:
** კვირაში 5 სამუშაო დღე (მცოცავი გრაფიკი);
** სრული განაკვეთი, 9-საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება).
ძირითადი მოვალეობები:
** პირადი ჰიგიენის წესებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ალკოჰოლური და უალკოჰოლო კოქტეილების მომზადება და მიწოდება სტანდარტის შესაბამისად;
** სტუმრების მომსახურება და შესაბამისი პროგრამული და ფინანსური ოპერაციების ჩატარება;
** მომხმარებლების უკუკავშირის გაზიარება;
** ბარში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ბარის დახურვა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** თვის ბოლოს ბარის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** საჭიროების შემთხვევაში, სერვისში ჩართვა.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** კვებისა და სასმლის სფეროში განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა აუცილებელია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ ხართ დაინტერესებული, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Neka.maksimovi@bazzarhotel.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|