|
დასახელება:
სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 18 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 მაისი
|
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს კონკურსს სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება - სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი.
ანაზღაურება - 3200 ლარი.
სამუშაო ადგილი - თბილისი.
სამუშაოს აღწერა:
** სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების უზრუნველყოფა;
** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
** შესასყიდი ობიექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევის განხორციელება;
** ელექტრონული ტენდერებისათვის სატენდერო დოკუმენტაციების მომზადების, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციების განხილვის და შესაბამისი ოქმების და შეტყობინებების მომზადების კოორდინაცია, კონტროლი და აღნიშნულ პროცესში უშუალო მონაწილეობა;
** კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების (რომელსაც განეკუთვნება ნებისმიერი დოკუმენტი/კორესპონდენცია, რაც დაკავშირებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ფოტოსურათი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნა როგორც შუალედური, ასევე საბოლოო მიღება-ჩაბარებისთვის და სხვ.) ატვირთვის კოორდინაცია, კონტროლი;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;
** "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება;
** "შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება;
** "შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანება "შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ",
** საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება.
ენების ცოდნის დონე:
ენა / წერითი უნარები / მეტყველება:
** ინგლისური / B2 / B2
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
პროგრამის დასახელება / ცოდნის დონე:
** Microsoft Office Word / კარგი
** Microsoft Office Excel / კარგი
** Microsoft Office PowerPoint / კარგი
** Microsoft Office Outlook / კარგი
დამატებითი მოთხოვნები: სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** დაგეგმვისა და მართვის უნარები;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, იხილოთ დეტალური პირობები და გააკეთოთ განაცხადი -https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99083?active=1
|
|
|
|