|
დასახელება:
სოციალური მედიის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
VGCC
|
|
გამოქვეყნდა: 16 მაისი
/ ბოლო ვადა: 16 ივნისი
|
სწრაფად მზარდ კომპანიაში - "VGCC" - კენჭოვანი საფარი ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ თანამშრომელს სოციალური მედიის ასისტენტის პოზიციაზე, რომელიც დაგვეხმარება საინტერესო კონტენტის შექმნასა და სოციალურ მედიაში გავრცელებაში.
ეს პოზიცია იდეალურია მისთვის, ვისაც აინტერესებს სოციალური მედია, კონტენტის შექმნა, ვიდეო მონტაჟი, შეუძლია AI ინსტრუმენტების გამოყენება და აქვს ახალი უნარების ათვისებისა და პროფესიული ზრდის მოტივაცია.
ძირითადი მოვალეობები:
** მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე ვიზიტი გუნდთან ერთად
** პროექტების ფოტო-ვიდეო გადაღება
** მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა (Reels)
** ვიდეოების მონტაჟი CapCut-ში ან მსგავს პროგრამაში
** კარუსელ პოსტებისა და ვიზუალური კონტენტის მომზადება
** სოციალური მედიის გვერდებზე კონტენტის გამოქვეყნება და მართვა
** პოტენციური მომხმარებლების შეტყობინებებზე პასუხი
მოთხოვნები:
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვის გამოცდილება
** ვიდეო მონტაჟის გამოცდილება (სასურველია CapCut)
** კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი
** კრეატიული აზროვნება და განვითარების სურვილი
რას გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გაიზარდოთ თანამედროვე და ამბიციურ კომპანიასთან ერთად
** რეალურ გამოცდილებას კონტენტის შექმნასა და ციფრულ მარკეტინგში
** AI ინსტრუმენტებისა და თანამედროვე მარკეტინგული სისტემების შესწავლის შესაძლებლობას
** მოქნილ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** კარიერული განვითარების პერსპექტივას სრულფასოვან მარკეტინგულ პოზიციამდე
სამუშაო პირობები:
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი (1, 000-2, 500 ლარის დიაპაზონში, გამოცდილების მიხედვით)
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი - ნაწილობრივ დისტანციური
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: info@vgcc.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|