Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=722043&print=yes&view=jobs
 
გამყიდველი-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამყიდველი-კონსულტანტი
მომწოდებელი: Bright Industry Georgia
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
"Bright Industry" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველი-კონსულტანტის (რიტეილი + B2B) პოზიციაზე თბილისში.

"Bright Industry" - არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია სამრეწველო ავტომატიზაციაში და ელექტროაღჭურვილობაში. ჩვენ წარმოვადგენთ, წამყვან საერთაშორისო ბრენდებს და უკვე 15 წელზე მეტია ვემსახურებით მომხმარებლების ფართო წრეს: საწარმოო და საინჟინრო კომპანიებს, სისტემურ ინტეგრატორებსა და რითეილერებს.

კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვეძებთ გამყიდველ-კონსულტანტს, რომელიც იმუშავებს კლიენტებთან და ასევე განავითარებს გაყიდვებს B2B მიმართულებით.

რას გააკეთებთ:

** კლიენტების კონსულტაცია მაღაზიაში და ტელეფონით.
** სამრეწველო ავტომატიზაციისა და ელექტროაღჭურვილობის გაყიდვა.
** იმუშავებს როგორც საცალო, ასევე B2B კლიენტებთან.
** კლიენტის მოთხოვნების მიხედვით შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევა.
** კომერციული შეთავაზებებისა და ინვოისების მომზადება.
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება.
** კლიენტების ბაზასთან და CRM სისტემასთან მუშაობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** გაყიდვებში ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ელექტრობის ან ავტომატიზაციის საბაზისო ცოდნა (იქნება უპირატესობა).
** კომუნიკაბელურობა და ტექნიკური ინფორმაციის მარტივად ახსნის უნარი.
** ქართული ენის ცოდნა (რუსული და ინგლისური — სასურველია).
** კომპიუტერის თავდაჯერებული მომხმარებელი.
** სწავლისა და განვითარების სურვილი.

რას მიიღებთ:

** სამსახურს, სტაბილურ და განვითარებად კომპანიაში.
** ტრენინგებს სამრეწველო ავტომატიზაციაში (ძალიან მოთხოვნადი და ღირებული სპეციალობა).
** კონკურენტულ ხელფასს + გაყიდვებიდან ბონუსებს.
** რეალურ კარიერულ ზრდას — B2B გაყიდვების მენეჯერამდე.
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

რატომ ღირს ჩვენთან მუშაობა:

** ვმუშაობთ სწრაფად მზარდ ბაზარზე — სამრეწველო ავტომატიზაციის დარგში.
** ვყიდით რეალურ ტექნოლოგიებს და არა მხოლოდ პროდუქტებს.
** ჩვენი კლიენტები არიან ქარხნები და ინჟინრები, და არა მხოლოდ საცალო მყიდველები.
** კომპანია სტაბილურად ვითარდება უკვე 15+ წელია.

სამუშაო პირობები:

** ხელფასი: 1500 ლარიდან + ბონუსები მუშაობის შედეგების მიხედვით.
** სამედიცინო დაზღვევა გამოსაცდელი ვადის შემდეგ.
** ოფიციალური დასაქმება და სრული სოციალური პაკეტი.
** ანაზღაურებადი შვებულება: 24 კალენდარული დღე წელიწადში.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათი - პარასკევი: სრული სამუშაო დღე, 10 საათიდან 18 საათამდე.
** შაბათი: 16:00-მდე (არასრული სამუშაო დღე).

კარიერული ზრდა: მიმართულების ხელმძღვანელამდე ან რეგიონულ მენეჯერამდე.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@jobs.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია