|
დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Georgian AirLink
|
|
გამოქვეყნდა: 16 მაისი
/ ბოლო ვადა: 16 ივნისი
|
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink"-ი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო აღწერილობა / ძირითადი მოვალეობები:
** თანამშრომლების შერჩევისა და რეკრუტინგის პროცესის მართვა;
** ვაკანსიების განთავსება, CV-ების გადარჩევა და გასაუბრებების ორგანიზება;
** თანამშრომელთა შერჩევისა და ადაპტაციის პროცესის მართვა
** თანამშრომლების შიდა განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
** თანამშრომელთა მოტივაციისა და ჩართულობის ინიციატივების განხორციელება;
** თანამშრომლების მიღებისა და გათავისუფლების პროცესების ადმინისტრირება;
** შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირება, შესაბამისი ვადების კონტროლი;
** კომპანიის შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება HR მიმართულებით (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით);
** შრომითი კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel, PowerPoint, Outlook.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვა
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება: 1200-1500
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@airlink.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
|
|
|
|