|
დასახელება:
მოლარე
|
| მომწოდებელი:
წისქვილი ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 16 მაისი
/ ბოლო ვადა: 16 ივნისი
|
"წისქვილი ჯგუფი" ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - "ქართულს". ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..).
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ "წისქვილი ჯგუფის" დიდ გუნდში გვაქვს მოლარის ვაკანტური პოზიციები.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთი
გრაფიკი: 2/2
ანაზღაურება: 1500 ლარიდან
მოვალეობები:
** სალარო ოპერაციების შესრულება;
** სალაროს ნაშთის კონტროლი;
** საჭირო დოკუმენტაციის წარმოება ბუღალტერთან შეთანხმებით.
მოთხოვნები:
აუცილებელია მუშაობის გამოცდილება რესტორნის მოლარის პოზიციაზე;
ორგანიზებულობა.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "წისქვილი ჯგუფის" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|