Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721982&print=yes&view=jobs
 
ესპანურენოვანი მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ესპანურენოვანი მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: Discarry
გამოქვეყნდა: 16 მაისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
სადისპეტჩერო კომპანია "Discarry", რომელიც ოპერირებს ამერიკის ბაზარზე და წარმოადგენს ლოჯისტიკური მიმართულების დისპეტჩინგის სერვისს, ეძებს ესპანურენოვან მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერს საღამოს ცვლაში სამუშაოდ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსულ ესპანურ ენოვან განცხადებებზე სწრაფი რეაგირება და კომუნიკაცია როგორც სატელეფონო ზარზე, აგრეთვე წერილობით;
** კომპანიის მომსახურების/პროდუქტის დეტალურად გაცნობა და მომხმარებელთან შეთანხმების შემდგომ მისი გადამისამართება შესაბამის დეპარტამენტთან;
** არსებულ შემოსულ განცხადებებზე პერიოდული Follow-up კომუნიკაცია;
** სამუშაო არის საღამოს ცვლაში და იწყება შუადღის 16:00 საათზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ესპანური ენა - არანაკლებ C1;
** ინგლისური ენა - არანაკლებ B2;
** ორივე ენის შესაბამის დონეზე ცოდნა არის აუცილებელი და მხოლოდ ერთ-ერთი ენა აღნიშნული პოზიციისთვის არ არის საკმარისი;
** აუცილებელია მინიმალური გამოცდილება მომსახურების ან გაყიდვების სფეროში;
** გამართული, დახვეწილი, უცხო ენაზე კარგი აქცენტით მეტყველების უნარი;
** გთხოვთ გაითვალისწინოთ: სამუშაო არის On-site, რაც გულისხმობს ოფისში სიარულს და ამ ეტაპზე არ განიხილება დისტანციური მუშაობა.
აღნიშნულის განხილვა თეორიულად შესაძლებელია, თუმცა სამუშაოს პირველი კვარტლის შემდგომ;
** სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაურთოთ სამოტივაციო წერილი.

პიროვნული მახასიათებლები:

** სასიამოვნო, დინჯი, დამაჯერებელი კომუნიკაციის უნარი;
** დისციპლინა - სამსახურში დროული მოსვლა, სამუშაო დროის სწორად განაწილება, არსებული თასქების პრიორიტეტებად გაწერა და მისი ზედმიწევნით შესრულება;
** კრიტიკული აზროვნება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ან შაბათის (შეთანხმებისამებრ) ჩათვლით. 16:00-02:00 საათამდე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული თანხა (კომპეტენციის მიხედვით) + საბონუსე სისტემა;
** დაზღვევა;
** Fitpass;
** სტაბილური, მეგობრული და პროფესიონალური გარემო და განვითარების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: contact@discarry.com.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითოთ დასახელება: ვაკანსია - ესპანურენოვანი.

სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია