Робота для біженців з України
ERP კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ERP კონსულტანტი
მომწოდებელი: AS Georgia
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
კომპანია "ას ჯორჯია" ბაზარზე 2010 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს რეგიონის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული ჰოლდინგის - "ას გრუპ ინვესტმენტის" შვილობილ კომპანიას, რომელსაც მრავალ ქვეყანაში კომპლექსური პროექტების წარმატებით განხორციელების 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

შპს "ას ჯორჯიას" წარმატებას განაპირობებს სანდო პარტნიორები, ძლიერი მენეჯმენტი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ადამიანურ რესურსებში სწორი ინვესტირება. კომპანია ბიზნესპროექტებს ახორციელებს კონცეფციის შემუშავებიდან სრულ რეალიზაციამდე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.

შპს "ას ჯორჯიას" აცხადებს ვაკანსიას ERP Consultant-ის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი, შოთა ნადირაშვილის #24
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 2200 ლარამდე NET (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნეს მომხმარებლებთან მოთხოვნების შეგროვება და დოკუმენტირება
** AS-IS / TO-BE პროცესების აღწერა და პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა
** User Story-ებისა და Use Case-ების მომზადება
** მონაცემთა მიგრაციის პროცესის მხარდაჭერა
** Excel შაბლონების მომზადება
** 1C-დან მონაცემების ექსპორტი
** მონაცემების ვალიდაცია და კონტროლი
** ტესტირების სცენარების შექმნა და UAT პროცესის კოორდინაცია
** დეფექტების რეგისტრაცია, მონიტორინგი და გუნდთან კომუნიკაცია
** მომხმარებლის ინსტრუქციებისა და სასწავლო მასალების მომზადება
** ტრენინგებისა და შემდგომი მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1-3 წლიანი გამოცდილება Business Analyst/Junior Consultant ან მსგავს პოზიციაზე
** მინიმუმ ერთ ERP/HRIS/CRM პროექტში მონაწილეობის გამოცდილება
** მოთხოვნების, ტესტებისა და დოკუმენტაციის მომზადების პრაქტიკული გამოცდილება
** რუსული ან ინგლისური - მინიმუმ Upper-Intermediate დონე

უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია

დამატებითი უპირატესობად ჩაითვლება:

** 1C სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
** BPMN ან პროცესების დიაგრამირების გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო ან შრომის კანონმდებლობის ცოდნა
** მშენებლობის, წარმოების ან კონტრაქტორულ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება

კომპანიის შეთავაზება:

** მონაწილეობა მასშტაბურ ERP ტრანსფორმაციის პროექტებში
** პროფესიული განვითარება და პრაქტიკულ გამოცდილება
** თანამედროვე და თანამშრომლობაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა სწრაფად მზარდ ორგანიზაციაში

დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@asgeorgia.ge და ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 8 ივნისი 2026
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე