Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721858&print=yes&view=jobs
 
მხაზველი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მხაზველი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
სამშენებლო კომპანია "Construction service" აცხადებს ვაკანსიას მხაზველის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: რუსთავი
ანაზღაურება: ანაზღაურება ინდივიდუალურად განიხილება (კვალიფიკაციის შესაბამისად)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში (უპირატესობა მიენიჭება საინჟინრო მიმართულებას);
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება არსებულ ან მომიჯნავე სფეროში;
** აუცილებელია AutoCAD-ის კარგად ცოდნა;
** Tekla Structures-თან მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკური ნახაზების შესრულების უნარი 2D და 3D გარემოში;
** MS Office პროგრამების (განსაკუთრებით Excel) საბაზისო ცოდნა;
** სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა.

ფუნქცია მოვალეობები:

** კონსტრუქტორების მიერ შემუშავებული პროექტების საფუძველზე სამუშაო და საწარმოო ნახაზების მომზადება;
** ლითონკონსტრუქციების დეტალური ნახაზების შესრულება;
** ნახაზების კორექტირება და განახლება პროექტში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად;
** კონსტრუქტორებთან და საწარმოო გუნდთან კოორდინაცია ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით;
** ტექნიკური დოკუმენტაციის შესრულება დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების დაცვით;

პიროვნული უნარები:

** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობის უნარი;
** ლოგიკურ - ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV: JOBS@cs.ge 
მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება "მხაზველი".

ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ
თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "Construction Service"-მა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენისა და რეკრუტინგის პროცესის წარმართვის მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული მიზნის ფარგლებში შპს "Construction Service"-ის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ. წარმოდგენილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში და, საჭიროების შემთხვევაში, განხილულ იქნას სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზეც.

თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: jobs@cs.ge

თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "Construction Service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია