|
დასახელება:
პრობლემური აქტივების სატელეფონო დამუშავების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
Premium Leasing
|
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
"პრემიუმ ლიზინგი" - საერთაშორისო ჯგუფში "4 finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.
"4 finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.
მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka
"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების სატელეფონო დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ვადაგადაცილებული პორტფელის ყოველდღიური კონტროლი;
** კომპანიის პრობლემურ მსესხებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია, ადრეულ ეტაპზევე სატელეფონო მოლაპარაკების წარმოება ვალდებულების დაფარვის მიზნით;
** კომპეტენციისამებრ, გადახდის ალტერნატიული გრაფიკების შეთავაზება დადგენილი პროცედურების ფარგლებში; კლიენტისთვის გადახდის გრაფიკის შედგენა;
** დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ფინანსურ ინსტიტუტში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
** Microsoft Office (Excel, Word) - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
** კომუნიკაბელურს;
** დახვეწილი საუბრის მანერით და დარწმუნების უნარით;
** ანალიტიკური აზროვნებით;
** საქმის ეფექტურად განაწილების უნარით;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარით.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარიდან + ყოველთვიური ბონუსი
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებს და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: Hr@premiumleasing.ge. ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - პრობლემური აქტივების სატელეფონო დამუშავების სპეციალისტი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 15 ივნისი.
გისურვებთ წარმატებას!
"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 2 50 20 60
|
|
|
|