|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო Capo Verde
|
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
სასტუმრო "Capo Verde", რომელიც მდებარეობს ბათუმის ულამაზეს ნაწილში, მწვანე კონცხზე, იწვევს ენერგიულ, მოტივირებულ და მეგობრულ პირებს მიმტანის პოზიციაზე სამუშაოდ.
თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, გსურთ იმუშაოთ მშვიდ და ესთეტიკურ გარემოში და ხართ პროფესიონალი მომსახურების სფეროში, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების თავაზიანი დახვედრა და მენიუს წარდგენა;
** შეკვეთების დროული და ზუსტი მიღება/მიწოდება;
** მაგიდების სისუფთავისა და სერვირების კონტროლი;
** სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა კერძებისა და სასმელების შერჩევაში.
ჩვენი მოთხოვნები:
** ენები: ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (სავალდებულოა);
** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი სტრესულ სიტუაციებში.
სამუშაო პირობები:
ლოკაცია: ბათუმი, მწვანე კონცხი, ბაღის ქუჩა N18;
სამუშაო გრაფიკი: 16:00-დან 00:00-მდე;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ნავაჭრის 1%;
მეგობრული სამუშაო გარემო და განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით (სასურველია) capoverde.batumi@gmail.com ან დაგვიკავშირდით +995 579 80 00 08
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|