Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721760&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო ზარალების მართვის უფროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო ზარალების მართვის უფროსი მენეჯერი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების მართვის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე, თბილისში.

"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2017 წლიდან.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: https://igg.ge/

სამუშაო აღწერილობა:

სამედიცინო ზარალების მართვის უფროსი მენეჯერი პასუხისმგებელია ჯანმრთელობის დაზღვევის ფარგლებში სამედიცინო ზარალების მართვის პროცესის ოპერაციულ და ხარისხობრივ მართვაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს შემთხვევების დროული, სამართლიანი, ეფექტიანი განხილვა და გადაწყვეტა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო ზარალების ოპერაციული მართვაში უშუალო მონაწილეობა;
** ზარალების განხილვის, შეფასებისა და ანაზღაურების პროცესის ეფექტიანობის, ხარისხისა და დროულობის უზრუნველყოფა;
** რთული შემთხვევების მართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება;
** სამედიცინო ხარჯების, ზარალიანობისა და ფინანსური რისკების კონტროლი
** სამედიცინო მომსახურებების დასაბუთებულობისა და ანაზღაურების შესაბამისობის ზედამხედველობა
** პროვაიდერ კლინიკებთან ურთიერთობა და მომსახურების სასურველი პირობებზე შეთანხმება.
** საგარანტიო წერილებისა გაცემა და პროცესების ეფექტური მართვა;
** კორპორაციული კლიენტების საკონტაქტო პირებთან კომუნიკაცია;
** მომსახურების ხარისხის, შესრულებისა ინდიკატორების და ოპერაციული სტანდარტების მონიტორინგი.
** სამსახურის თანამშრომლების საქმიანობის ორგანიზება, მართვა და შესრულების კონტროლი;
** მენეჯერული ანგარიშგების, ანალიტიკისა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების მართვა
** კომპანიის შიდა პოლიტიკებთან, მარეგულირებელ მოთხოვნებთან და კონფიდენციალურობის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა

განათლება და გამოცდილება:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია (ზეპირი და წერითი)
** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 2500 ლარი + ბონუსი (შესრულების ინდიკატორების მიხედვით)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@myigg.ge

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სამედიცინო ზარალების მართვის უფროსი მენეჯერი"), სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია