|
დასახელება:
საწარმოო ტექნიკური განყოფილების წამყვანი ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ასოციაცია ატუ
|
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
ა.ი.პ "ასოციაცია ატუ" აცხადებს ვაკანსიას
შემდეგ პოზიციაზე:
საწარმოო ტექნიკური განყოფილება:
1. საწარმოო ტექნიკური განყოფილების წამყვანი ინჟინერი - 2 სპეციალისტი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საკურატორო ობიექტის საპროექტო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, შესწავლა
** საპროექტო დოკუმენტაციიდან ძირითადი მასალების სპეციფიკაციების შედგენა, დაკვეთების განხორციელება და შეძენაზე კონტროლი
** საშემსრულებლო დოკუმენტაციის (ფარული სამუშაოების აქტები, დაკვალვის ოქმი, ქვაბულის დამუშავების ოქმი და ა.შ) შედგენაზე კონტროლი და მონაწილეობის მიღება
** შესრულებული სამუშაოების მიღების აქტის ფორმა #2-ის შემოწმება, მასალების ჩამოწერის რეესტრის შემოწმება ნორმების მიხედვით
** მშენებლობის მიმდინარეობის კალენდარული გრაფიკების შედგენა და შესრულების კონტროლი
** სანებართვო პირობების მიხედვით მშენებლობის ეტაპების დასრულების ოქმების შედგენაში მონაწილეობის მიღება, შესაბამის ორგანოებში გაგზავნის კონტროლი
** სამუშაოთა წარმოების, მასალათა მიღების, ბეტონის სამუშაოების ჟურნალების წარმოების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი საინჟინრო განათლება ინჟინერ მშენებლის სპეციალობით
** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა Word, Exel
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 3500 ლარიდან (ხელზე ასაღები) კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი #39დ
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.mumlauri@atu.com.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი პოზიცია. CV-ის მიღების შემდეგ შედგება გასაუბრება.
|
|
|
|