Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=721657&print=yes&view=jobs
 
საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ბერკეტი დიზაინი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
კომპანია "ბერკეტი-დიზაინი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

"ბერკეტი-დიზაინი" საქართველოს ბაზარზე 1998 წლიდან ოპერირებს. კომპანიის საქმიანობის სფეროა გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, წყალმომარაგებისა და წყალარინების, ასევე საცურაო აუზებისა და საუნების სისტემების პროექტირება, მიწოდება და მონტაჟი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://berketi.ge

პოზიციის აღწერა:

საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი პასუხისმგებელი იქნება მომწოდებლებთან კომუნიკაციაზე, კომერციული შეთავაზებების დამუშავებასა და შესყიდვების პროცესის ეფექტურად ორგანიზებაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** მომწოდებლებთან კომუნიკაცია
** კომერციული შეთავაზებების მოთხოვნა და შედარება
** ფასების ანალიზი და საუკეთესო პირობების მოძიება
** შესყიდვების დოკუმენტაციის მოწესრიგება
** ვადებისა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია
** საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება
** ინგლისური ენის ცოდნა (B2-C1)
** Excel-ისა და საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ადგილმდებარეობა: თბილისი
** გამოსაცდელი ვადა: 4 თვე
** ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში — 1200 ლარი, შემდგომ მზარდი

განაცხადის გამოგზავნა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hrberketi@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია