|
დასახელება:
სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
Caucasian PET Company
|
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში
კომპანია აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:
1. მექანიკოსი - 2 ვაკანსია
სამუშაო პირობები: ქ. რუსთავი,
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 08:00-17:00 (შესაძლოა დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაო დასვენების დღეებში)
ხელფასი: 1900 ლარიდან ხელზე, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
** მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
** დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
** ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
** ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცოდნა.
** მართვის მოწმობის ქონა.
** ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
** სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
** აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
** ფორმის მიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.
** დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
** ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.
2. ლაბორანტ-გადამრჩეველი/შემცვლელი ხარისხის მაკონტროლებელი - 1 ვაკანსია
სამუშაო პირობები:
** ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო
** ძირითადი გრაფიკი: 08:00-დან 17:00-მდე, შაბათი და კვირა დასვენება.
** ლაბორანტ-მაკონტროლებლის შეცვლის შემთხვევაში: პირველი დღე დღის ცვლა - 08:00-დან 20:00-მდე, მეორე დღე ღამის ცვლა - 20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება; ლაბორანტ-მაკონტროლებლის შეცვლის შემდეგ 8 საათიან გრაფიკზე გადასვლისას - 1 დღე დასვენება).
** ანაზღაურება 3 თვის სწავლების განმავლობაში 1000₾ ხელზე. შემცვლელის პოზიციაზე ცვლებში მუშაობისას 1300₾ ხელზე ან 7, 77₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად გამომუშავებულ დროზე, საპენსიო გადასახადის გარეშე). სწავლების დასრულების შემდეგ 1500₾ ხელზე. ცვლაში მუშაობის შემთხვევაში - 1800₾ ხელზე 10, 76₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტობრივად გამომუშავებულ დროზე, საპენსიო გადასახადის გარეშე).
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** განათლება და ჩამოთვლილი სპეციალობიდან ერთ-ერთის ქონა: ლაბორანტი; ტექნოლოგი; ინჟინერი; ხარისხის მაკონტროლებელი; სამედიცინო მუშაკი; ფარმაცევტი; ქიმიკოსი.
** საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.
** სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
** წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება.
** ქართული, რუსული/უკრაინული ენების ცოდნა.
** კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე.
** ძალიან კარგი მხედველობითი უნარი.
** წესების და ინსტრუქციების მკაცრად შესრულება.
** პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე.
** სწრაფი ათვისების უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
** საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი.
** ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება.
** პროდუქციის გადარჩევა.
** საამქროს სანიტარული მდგომარეობის კონტროლი.
სოციალური პაკეტი მოიცავს: სამედიცინო დაზღვევა; სამსახურში მიყვანა-წამოყვანა ქ.რუსთავში; კორპორაციული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს; პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე; FITPASS-ის კორპორაციული ტარიფი (აუზი, ფიტნეს-დარბაზები).
რეზიუმე გამოაგზავნეთ ელმისამართზე: Gogashvili.Mari@caucasianpet.com
|
|
|
|