Робота для біженців з України
ექიმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი
მომწოდებელი: დოქტორ ჰაუს
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
2015 წელს დაარსებული "Doctor House - დოქტორ ჰაუს" საერთაშორისო დიაგნოსტიკური ცენტრი აცხადებს ვაკანსიას (გადაუდებელი მედიცინა, ზოგადი თერაპია) ექიმის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: წყნეთი, ვაკის რაიონი დიმიტრი ამილახვარის 13
სამუშაო დატვირთვა: კვირაში 3 დღე, 10:00-18:00 + (შესვენება)
სახელფასო სარგო: მინიმალური მოჭრილი ანაზღაურება (1200 ლარი + ბონუსი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება.
** სამუშაო გამოცდილება
** გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი - დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით "გადაუდებელი მედიცინა" . (ლიცენზია გადაუდებლის), ზოგადი პროფილის თერაპევტი ექიმი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით "შინაგანი სნეულებები" (ზოგადი სახის თერაპევტის ლიცენზია).

ექიმის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტთა ტრიაჟი და პირველადი შეფასება პრიორიტეტების განსაზღვრა: პაციენტების დახარისხება სიმძიმის მიხედვით (ტრიაჟის სისტემით), რათა პირველ რიგში დახმარება გაეწიოს სიცოცხლისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პირებს.
** სწრაფი ფიზიკური გასინჯვა: პაციენტის სასიცოცხლო ფუნქციების (ცნობიერება, სუნთქვა, ცირკულაცია, წნევა, პულსი) მყისიერი შეფასება.
** გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და სტაბილიზაცია
** პირველადი ქირურგიული დამუშავება: სისხლდენის დროებითი ან საბოლოო გაჩერება, ჭრილობების პირველადი დამუშავება და იმობილიზაცია ტრავმების დროს. (მძიმე შემთხვევის დროს მოხდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება, პაციენტის შესაბამის დაწესებულებაში გაგზავნა)
** სწრაფი კვლევების დანიშვნა: ლაბორატორიული ანალიზების (სისხლის აირები, ტროპონინი და სხვა), ეკგ-ს, რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიისა (CT) და ექოსკოპიის (FAST-პროტოკოლით) სასწრაფო შეკვეთა და ინტერპრეტაცია.
** ინტრავენური გადასხმის გაკეთება (შესაბამისი დანიშნულების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში)

პიროვნული უნარები, ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზებულობა;
** საქმისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** პროფესიული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

** თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმეების გადარჩევა.
** გასაუბრება.

კანდიდატის მხრიდან მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელფოსტაზე: Doctor.house2015@yahoo.com

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: Doctor.house2015@yahoo.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე