Робота для біженців з України
ფრონტ ოფისის რეცეფციონისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ ოფისის რეცეფციონისტი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
სასტუმრო "Glarros Old Town" — თბილისის ისტორიულ გულში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანთან ახლოს მდებარე ელეგანტური ბუტიკ-სასტუმროა, რომელიც სტუმრებს სთავაზობს 75 დიზაინერულად მოწყობილ ნომერს, მაღალი ხარისხის მომსახურებასა და გულთბილ მასპინძლობას.

თუ გსიამოვნებთ ადამიანებთან ურთიერთობა, სტუმარმასპინძლობა და დინამიკურ გარემოში მუშაობა - შემოუერთდით ჩვენს გუნდს ფრონტ ოფისის რეცეფციონისტის / ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს სტუმრების პროფესიონალური, თავაზიანი და პოზიტიური მიღება, განთავსება და გაცილება;
** PMS სისტემაში სტუმრების რეგისტრაცია, მონაცემების მართვა და შესაბამისი ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სტუმრებისთვის სრული და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების, სასტუმროს სერვისებისა და დამატებითი შეთავაზებების შესახებ;
** სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი კომუნიკაციის წარმართვა;
** ყოველდღიური ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათები, გასაღებები, სისტემური განახლებები და სხვა საოპერაციო პროცესები);
** ეფექტური კომუნიკაცია სხვა დეპარტამენტებთან სასტუმროს შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველსაყოფად;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი, პროფესიონალური და სერვისზე ორიენტირებული რეაგირება;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტებისა და შიდა პროცედურების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასტუმროს PMS სისტემაში მუშაობის გამოცდილება (Opera - უპირატესობა);
** ქართული და ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა;
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

პიროვნული უნარები:

** ძლიერი კომუნიკაციისა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურების უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მშვიდად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პუნქტუალურობა, თავაზიანობა და პროფესიონალიზმი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს თბილისის ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** სტუმარმასპინძლობის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავების შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოტე აფხაზის ქ. 15 (თავისუფლების მოედანთან ახლოს)

განაცხადის წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: e.machavariani@glarros.com

Subject ველში მიუთითეთ: Front Office Receptionist / ფრონტ ოფისის რეცეფციონისტი

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ სასტუმრო Glarros Old Town დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში, მხოლოდ რეკრუტირების მიზნებისთვის, მათ შორის სხვა შესაბამისი ვაკანსიების განხილვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე